Back

აგვისტოს ხელშეკრულებების ხელმოწერისა და დამოუკიდებელი თვითმმართველი პროფკავშირის, "სოლიდარობის" დაბადების მე-40 წლისთავი

31.08.2020

31 აგვისტოს, აგვისტოს შეთანხმებების ხელმოწერისა და დამოუკიდებელი თვითმმართველი პროფკავშირის, "სოლიდარობის" დაბადების მე-40 წლისთავს აღვნიშნავთ - მოვლენას, რომელმაც კომუნიზმის დაცემასა და ცივი ომის დასრულებას შეუწყო ხელი.

Solidarity - 40th anniversary of the August Agreements

ეს ყველაფერი არ მოხდებოდა მილიონობით პოლონელის მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის გარეშე. მათ გაბედეს და წინააღმდეგობა გაუწიეს დამონებულ სამშობლოში გაბატონებულ უსამართლობას და "სოლიდარობის" მოძრაობა ჩამოაყალიბეს. ამ მასობრივ სამოქალაქო მოძრაობას, რომლის მეშვეობითაც პოლონელებმა საკუთარი აზრის გამოხატვა და ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობის აღება გადაწყვიტეს, ევროპაში ანალოგი არ ჰყავდა.

დღემდე, სწორედ ”სოლიდარობის გენი” უბიძგებს პოლონეთს, დაეხმაროს სხვა გაჭირვებულ ქვეყნებს. სოლიდარობა ვლინდება, როგორც განვითარების, ისე ჰუმანიტარული დახმარების ფორმით (ბოლო პერიოდში COVID-19 პანდემიის ფონზე). ტრანსფორმაციის პროცესში სხვა ქვეყნების მხარდაჭერა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და დასავლეთ ბალკანეთში. ასევე, მონაწილეობა ევროკავშირში, ეუთო-ში, ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სამშვიდობო და სამხედრო მისიებში. ამ განსაკუთრებული თარიღის გახსენებისას, პოლონეთი უერთდება ყველა ქვეყანას, რომელიც მიისწრაფვის თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ.

წინამდებარე ბმულზე იხილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული გამოფენა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახური.

Video

{"register":{"columns":[]}}