In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

ვარშავის ბრძოლა - პოლონეთის გამარჯვება ევროპის თავისუფლებისთვის

15.08.2020

1920 წლის 15 აგვისტოს, საზეიმოდ აღვნიშნავთ ვარშავის ბრძოლის ასი წლისთავს - 1919-1920 წლების პოლონურ-ბოლშევიკური ომის კულმინაციას, ერთ-ერთ გადამწყვეტ მოვლენას პოლონეთის, ევროპის და მსოფლიო ისტორიაში.

Battle of Warsaw 1920

როდესაც 1918 წელს პოლონეთმა დამოუკიდებლობა აღიდგინა, მის არსებობას საბჭოთა რუსეთმა შეუქმნა საფრთხე, რომელიც
ხალხთა თვითგამორკვევას ქადაგებდა, სინამდვილეში კი ტოტალიტარული იდეოლოგიის, კომუნიზმის გავრცელებას და ძალადობრივად მსოფლიოს დამორჩილებას ცდილობდა. 

პოლონეთი პირველი  უნდა ყოფილიყო შემდგომი დაპყრობების გზაზე. 1920 წლის აგვისტოში 
არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ მთელი ევროპის მომავალი წყდებოდა და შესაბამისად, პოლონური ჯარის გამარჯვება გულისხმობდა არა მარტო წითელი არმიის მარცხს, არამედ ევროპის ხალხთა დაცვას „პროლეტარული რევოლუციების“ ძალადობრივი გზით გავრცელებისგან. 

პოლონეთის არმიამ თავისი თავგანწირვის, სიმამაცის და მთავარსარდალის უდიდესი ნიჭის წყალობით
ევროპა ომის აგიტაციის განახლებისგან იხსნა.  1919-1920 წლების პოლონურ-ბოლშევიკური ომის დროს, პოლონური ძალების დანაკარგი საკმაოდ მასშტაბური იყო: 100 000 დაღუპული
და უგზო-უკვლოდ დაკარგული; ორჯერ მეტი დაჭრილი.

ვარშავაზე ბოლშევიკური ჯარების შეტევის მოგერიებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა
დამოუკიდებელი პოლონეთისა და ცენტრალური ევროპის ახლადშექმნილი სახელმწიფოების კონსოლიდაციისათვის. გადაიდო ვერსალის სისტემის კოლაფსი, რამაც ევროპას შესაძლებლობა მისცა მშვიდობიანი საერთაშორისო თანაცხოვრება ეცადა. 

ვარშავის ბრძოლა 
ატარებს იმ უნივერსალურ გზავნილს, თუ რამდენად აუცილებელია დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლა და თავისუფლების დასაცავად მსხვერპლის გაღება.

ინგლისელი დიპლომატი, ინტერ-მოკავშირეთა მისიის წევრი ვარშავაში და 1920 წლის აგვისტოს მოვლენების მოწმე, ლორდი ედგარ ვინსენტ დ’ბერნონი თავის წიგნში, სახელწოდებით "მსოფლიოს მეთვრამეტე გადამწყვეტი ბრძოლა.
ვარშავა, 1920“ (The Eighteenth Decisive Battle of the World. Warsaw, 1920), შემდეგ კომენტარს აკეთებს: ”ცივილიზაციის თანამედროვე ისტორიას რთულად თუ ახსოვს უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა, ვიდრე 1920 წლის ვარშავის ბრძოლა. თუმცა ისტორიას ნამდვილად არ ახსოვს არცერთი, რომელიც ასეთი დაუფასებელია“
 

Video

{"register":{"columns":[]}}