In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

ინტერვიუ პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავიეცკისთან.

27.05.2020

ინტერვიუ პრემიერმინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან ევროკავშირისთვის კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესახებ. გამოქვეყნდა "Frankfurter Allgemeine Zeitung"-ში 2020 წლის 26 მაისს.

Premier Mateusz Morawiecki

შეუძლია "კორონავირუსის" კრიზისს ან მის ეკონომიკურ შედეგებს ევროკავშირის განადგურება?

კორონავირუსის პანდემიასთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებული აქტუალური მოვლენები ბოლო 100 წლის მანძილზე შექმნილ ყველა კრიზისთან შედარებით, უფრო მასშტაბურია. ამ გამოწვევის საუკეთესო მაგალითი აშშ-ში უმუშევართა უპრეცედენტო რიცხვია, რომელიც შვიდი კვირის თავზე 38.6 მილიონს შეადგენს.

რამდენიმე კვირის წინ FAZ-ში დავწერე, რომ კრიზისული პერიოდისას 2007–2013 წლების "ქამრების შემოჭერის" სტრატეგია არ გამოდგება. ამიტომ, ევროკავშირის პასუხი უნდა იყოს მყარი და კონტინენტის განვითარებაზე ორიენტირებული. გლობალურ ეკონომიკის დრამატული ცვლილებების ეპოქაში, უნდა შეიქმნას მექანიზმი ინვესტიციებისთვის ინფრასტრუქტურაში, ინოვაციებსა და ადამიანურ კაპიტალში. ჩვენ არ შეგვიძლია დასაწყისშივე ჩამოვრჩეთ ახალ გლობალურ კონკურენციას.

რა შედეგები მოჰყვება კრიზისს ევროკავშირის ახალგაზრდა წევრებისათვის (პოლონეთი და ვიშეგრადის ქვეყნები)? შეიძლება კრიზისი ისე გაღრმავდეს, რომ ამან ახალგაზრდა და ძველი წევრების ეკონომიკურ დაყოფას მისცეს ბიძგი?

მხოლოდ გუნდური თამაშით შეგვიძლია მივაღწიოთ მაღალი დონის ევროპულ შედეგს. კორონავირუსის პანდემიამ მთელ ევროპაში სიმეტრიულად იმოქმედა და შესაბამისად, პასუხიც სიმეტრიული უნდა იყოს. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფისკალურ-მონეტარული რეაქცია, უკანასკნელ წლებში გატარებული ეფექტური პოლიტიკის შედეგია. ორი ინსტრუმენტიდან ერთ-ერთმა, კერძოდ, "ფინანსურმა ფარმა" უკვე მიაღწია იმ 170,000 კომპანიამდე, სადაც 1,7 მილიონი ადამიანია დასაქმებული. პაკეტის საერთო ღირებულება მშპ-ს დაახლოებით 20%-ს შეადგენს. თუმცა, კრიზისის შედეგებმა ყველაზე თანაბრად იმოქმედა.

მე მჯერა, რომ ე.წ. ”ორი სიჩქარის” განვითარების ცდუნება, რომელიც ხშირად ჩნდებოდა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებულ შეშფოთებულ დისკურსში, ახლა საბოლოოდ იქნება უარყოფილი, რადგან ანტიკრიზისული ზომების წარმატების ძირითადი პირობა წევრი სახელმწიფოების მიერ სოლიდარობის პრინციპის დაცვაა.

გარკვეულწილად, უკვე მესამედ, ფინანსური და მიგრაციული კრიზისის შემდეგ, ევროპის "დასნეულებული" და პრობლემებით დაზარალებული ადამიანი ისევ კონტინენტის სამხრეთითაა. ჯანმრთელი "ვეფხვები" კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში არიან - ამ "ვეფხვებს" აღარავის დახმარება სჭირდებათ - ასეთი შთაბეჭდილება ხომ არ გრჩებათ?

ახლა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ და არავინ უნდა დავყოთ სნეულებად და ჯანმრთელებად. საშინლად არასწორია ასეთი ფორმულირება. ამავდროულად, არ არსებობს უკეთესი და უარესი ევროპა. ჩვენ გვაქვს ერთი ევროპა, რომელსაც სჭირდება სოლიდარობა და თანამშრომლობა, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რისი საშუალებითაც ამ კრიზისის სწრაფი დაძლევაა შესაძლებელი. ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში პოლონეთი და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები ყველაზე დინამიურად ვითარდებიან, ნიშნავს, რომ ამ რთულ დროს ჩვენ შეგვიძლია მეტი სიმძლავრე და სიახლე მივცეთ ევროპულ საზოგადოებებს.

მაგიდაზე სხვადასხვა იდეა დევს, თუ როგორ უნდა დაფინანსდეს ევროკავშირის ანტიკრიზისული ბრძოლა. გერმანულ-ფრანგული, ჰოლანდიურ-ავსტრიული, ევროკომისიის კონცეფცია. პოლონეთის თვალსაზრისით, რომელია ყველაზე მეტად მისაღები (და რატომ)

პოლონეთის თვალსაზრისით, საუკეთესო ვარიანტი იქნება მოქნილობისა და ევროკავშირის - "ერთიანობა მრავალფეროვნებაში" - პრინციპების განხორციელება. მან უნდა უპასუხოს დაზარალებული წევრი სახელმწიფოების სხვადასხვა საჭიროებებს.

აშკარაა, რომ ტურიზმის ტრადიციულად მნიშვნელოვანი როლის მქონე ქვეყნებს სხვა დამხმარე საშუალებები დასჭირდებათ, ვიდრე მათ, ვისი შიდა პროდუქტიც ავტომობილების ინდუსტრიით სტიმულირდება. განვითარების სხვა ინსტრუმენტები უნდა იყოს ხელმისაწვდომი იმ სახელმწიფოებისთვისაც, რომლებსაც კომუნისტური მმართველობის გამო, რეგიონული პოლიტიკის ფარგლებში, ხიდების, გზების, რკინიგზისა და ენერგეტიკის სფეროებში ესაჭიროებათ ინვესტიციები.

სამწუხაროდ, კრიზისმა ყველა დააზარალა. მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ რომ სწრაფად გავატაროთ რეკონსტრუქციის პროგრამა, ახალი ევროპული "მარშალის გეგმა", მაშინ ჩვენ შეგვიძლია პოსტ-კოვიდური სირთულეების დაძლევა და ევროკავშირის გაძლიერება.

თუმცა, არის პოლიტიკოსი, რომელმაც აშშ-ის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას გადაუხვია და ყველა წინამორბედისაგან განსხვავებით, ხელს უწყობს ყოფილ პარტნიორებთან გაუცხოებას. თქვენ, როგორც პოლონეთის წარმომადგენელი, ძალიან შემაშფოთებელი უნდა იყოთ.

რა თქმა უნდა, ბოლო დროს, ირღვევა აშშ-სა და ევროკავშირის პარტნიორებს შორის ნდობა, თუმცა მე თავს შევიკავებდი დამნაშავეების ძებნისაგან, მით უმეტეს მხოლოდ ერთ მხარეს.

შეერთებული შტატები და ევროპა იზიარებენ ერთ ღირებულებებს - დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის ღირსება და უფლებები. თუ გვინდა, რომ ეს ფასეულობები შენარჩუნდეს და განვითარდეს, აუცილებელია ევროატლანტიკური თანამშრომლობა.

ჩვენ ვცხოვრობთ ცვლილებების, არასტაბილურობის პერიოდში, საშიშ და დინამიკურ ხანაში. ევროპამ უნდა იზრუნოს თავის უსაფრთხოებაზე. ევროპული და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ძნელი წარმოსადგენია ამერიკის მონაწილეობის გარეშე. კარგი და გონივრული თანამშრომლობა აშშ-სა და ევროპას შორის სამართლიანი მსოფლიო წესრიგის წინაპირობაა.

იაროსუავ გოვინი (მცირე ხნის წინ მინისტრი) ჯიუტად ცდილობდა 10 მაისს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას. იყო თუ არა ეს ერთგვარი ღალატი და პირადად თქვენ წარმოგიდგენიათ მასთან ერთად შემდეგ მთავრობაში მუშაობა?

პარტია "გაერთიანებული მემარჯვენეები" ფართო პოლიტიკურ ბანაკს წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა დინებებს აერთიანებს. ეს თავიდანვე ასე იყო და ამ მცდელობების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მისი წარმატებები.

"გაერთიანებული მემარჯვენეებისადმი" ნდობა ჩვენი მიზნების მიღწევის პირობაა. ეს ნდობა უცვლელია და არ გადახედილა არც დისკუსიის და არც არჩევნების ორგანიზების პერიოდში.

სულ მალე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. შეიძლება თუ არა მოქალაქეები და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ახალი კანდიდატი რაფაუ ტჟასკოვსკი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს იქნება "თავისუფალი და სამართლიანი" ბრძოლა? და შეიძლება გვჯეროდეს, რომ რომ არ არსებობს საფუძველი ამ არჩევანების შელახვისა?

საპრეზიდენტო არჩევნები, რომლისთვისაც ახლა ვემზადებით, ჩატარდება დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად - იქნება პირდაპირი, თანაბარი, უნივერსალური, ანონიმური. ყოველგვარი ვარაუდი, რომ მოვლენები სხვაგვარად შეიძლება განვითარდეს, აბსოლუტურად მიუღებელია.

რა თქმა უნდა, არსებობს პოლიტიკური გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია ეპიდემიასთან - მაგრამ სხვა სახელმწიფოებიც იგივე სირთულეებს წააწყდნენ საარჩევნო პროცესის ორგანიზებისას. ამასთან, გერმანიაში, საფრანგეთში ან შვეიცარიაში არჩევნები არ ჩატარებულა საქვეყნო მასშტაბით და არ ეხებოდა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პირის არჩევას. ამრიგად, ჩვენს შემთხვევაში, ამ საკითხზე უფრო მაღალი პოლიტიკური ტემპერატურაა, ვიდრე სხვაგან.

დღეს, როგორც ჩანს, შესაძლებელია ოპოზიციის კანდიდატმაც გაიმარჯვოს. მზად ხართ განსხვავებული პარტიის პრეზიდენტთან კოჰაბიტაციისთვის?

პრეზიდენტი ანდჟეი დუდა პოლონელების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და ფავორიტია მომავალ არჩევნებში. მასთან თანამშრომლობა ბრწყინვალედ ვითარდება, რაც პანდემიის რეალობაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

როგორც ჩანს, "რადიკალური ფრთა" მმართველ ბანაკში )როგორც თავმჯდომარე იაროსუავ კაჩინსკიმ აღნიშნა) ვერ ხვდება ვინ იბრძვის ქვეყნის მოდერნიზაციისთვის. ამ ბრძოლის მიზანი კი პოლონეთის საბაზრო ეკონომიკის სოციალურ და სამართლიან მოდელად გადაქცევაა ე.წ. მსოფლმხედველობის ომებში (ლგბტ , ისტორიული პოლიტიკა და ა.შ.). ხომ არ ჯობია ამ ომებში უკან დახევა?

იაროსუავ კაჩინსკიმ ისიც თქვა, რომ ჩვენ ძალიან ფართო შემადგენლობა ვართ, რაც წარმატების უმნიშვნელოვანესი წყაროა.

დიახ, ეს მოდერნიზაციის პროგრამა გახლავთ. ამასთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩამოვშორდებით ჩვენს ღირებულებებს. ჩვენი მიზანია გონივრული მოდერნიზაცია, რომელიც არ უარყოფს ტრადიციებს.

თქვენი ხელისუფლების იგივე ფრთა სასამართლო ხელისუფლების შემდგომი ცვლილებებისკენ ისწრაფვის, რისთვისაც მალე მათ შეიძლება ფინანსური ჯარიმები დაეკისროთ. აღარაფერს ვამბობ იმიჯის ზიანზე. ღელავთ ამის გამო?

სასამართლო ხელისუფლების ორგანიზება არის წევრი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილება. ხაზს ვუსვამ, რომ კონსტიტუციის დებულებების შესაბამისად, პოლონეთი უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის სამართლიანობას, გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას.

სხვა ქვეყნებში მსგავსი პროცესების მიმდინარეობისას, მე ვერ ვიხსენებ, რომ ევროკომისიას კრიტიკული კომენატრები გაეკეთებინა. მაგალითად თუნდაც ჩეხეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, პეტრ ანგიალოსის, ან CDU-ს ყოფილი პოლიტიკოსის, სტეფან ჰარბარტის საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის პოსტზე საკანდიდატო წარდგენა გამოდგება.

პოლონეთი კვლავ ღიაა დიალოგისთვის. იგი აქტიურად მონაწილეობს მასში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონის და ისტორიული პირობების გათვალისწინებისა და პატივისცემის სულისკვეთებით.

გერმანიის გაერთიანების შემდეგ, აღმოსავლეთ გერმანიის მოსამართლეები და პროკურორები შემოწმდნენ. მხოლოდ 30 პროცენტი დარჩა დაკავებულ თანამდებობებზე. პოლონეთში, ჩვენ არ გვქონია იმის საშუალება, რომ გერმანიის მსგავსად, კომუნისტური სისტემის ნარჩენებისგან გაგვეწმინდა სისტემა.

ამასთან ერთად, 2020 წელს საქმე არ ეხება პერსონალურ მონაცემებს, PiS–ის თავმჯდომარე, უპირველეს ყოვლისა, „კონტროლისა და ბალანსის" შემცირებას“ ეხმიანება, იქნება ეს სასამართლო თუ მედია. 

ყველა საქმიანობა ხორციელდება კანონის შესაბამისად და უშუალოდ გამომდინარეობს კონსტიტუციის დებულებებისა და წესდებისაგან. ამ დისკუსიის საპირისპიროდ შეგვიძლია წინ მმართველი პარტიის ერთ-ერთი წევრის ამპარტავანი განცხადება გავიხსენოთ, რომელიც 2014 წელს მოვისმინეთ: ”არჩევნებს თუ მოიგებ, შეგიძლია მხარი დაუჭირო იმას, რაც გსურს”. უკანაკსნელი ხუთი წლის მანძლზე, დემოკრატიული მანდატის მიუხედავად, ჩვენ არ ვიღებთ ბევრ ისეთ კანონს, რაც გვინდა. სხვათა შორის, ეს მანდატი გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში დადასტურდა.

2015 წლის შემდეგ, ანალიტიკურმა ცენტრმა - "იაგიელონიის კლუბი" - დაწერა, რომ PiS შეძლებს ძველი სისტემის განადგურებას, მაგრამ ვერ ააშენებს ახალს. ბოლო თვეების მოვლენები ადასტურებენ ამ ტიპის პროგნოზს?

არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები. ჩვენ აღვადგინეთ სოციალური სისტემა, გავაქრეთ უკიდურესი სიღარიბე, დავაწესეთ შეღავათები ოჯახებისათვის (ერთ-ერთი ფართო, ევროპაში) და შევამცირეთ სოციალური უთანასწორობა. ასევე, შევქმენით ინსტიტუტების განვითარების ეფექტური სისტემა. მოვახერხეთ ჯანდაცვისა და მრავალი საჯარო მომსახურების ციფრიზაცია. ვასრულებთ უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს. მე შემიძლია კიდევ დიდი ხანი ვისაუბრო ამაზე, მაგრამ ეს არ არის ჩემი მიზანი. ჩვენ ვართ მოდერნიზაციის, ეფექტური საზოგადოებრივი ინსტიტუტების მშენებლობისა და უკეთესი საზოგადოებრივი სერვისების შექმნის ძალა. 
 

{"register":{"columns":[]}}