ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების წესების ცვლილებების თაობაზე
15.08.2026
პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის 2026 წლის 10 აგვისტოს „ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2018/1806 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული უცხოელების მიმართ ვიზით მოგზაურობის ვალდებულებისგან გათავისუფლებისგან გამონაკლისების დაწესების შესახებ“ დადგენილების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეები ვალდებულები არიან იქონიონ ვიზა იმ შემთხვევაში, თუ მათი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა უკავშირდება მათ მიერ სამუშაოს შესრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე ვიზის აღების ვალდებულება ეხება ასევე მოკლევადიან, 90 დღემდე ვიზიტებს, თუ საქართველოს მოქალაქის პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა უკავშირდება სამუშაოს შესრულებას პოლონეთის 2025 წლის 20 მარტის „პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოელების მიერ სამუშაოს შესრულების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად. ცვლილება ძალაში შევიდა 2026 წლის 15 აგვისტოს.