In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

ცვლილებები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებით

01.12.2025

გაცნობებთ, რომ 2025 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 21 ნოემბრის ბრძანება იმ ქვეყნების შესახებ, რომელთა მოქალაქეებზეც ვრცელდება უცხოელის დასაქმების შესახებ დეკლარაციები და სეზონურ სამუშაო ნებართვასთან დაკავშირებული გარკვეული დებულებები.

Komunikat

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე უცხოელის დასაქმების შესახებ დეკლარაციები და პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოელების დასაქმების დაშვებადობის პირობების შესახებ 2025 წლის 20 მარტის კანონის 53-ე და 56-ე მუხლების დებულებები ვრცელდება შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებზე: 
1) სომხეთის;
2) ბელარუსის;
3) მოლდოვას;
4) უკრაინის.
ახალი რეგულაციები არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე. 
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც დაევალათ სამუშაოს შესრულება უცხოელის დასაქმების შესახებ დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც დეკლარაციების რეესტრში შეტანილ იქნა 2025 წლის 1 დეკემბრამდე, შეუძლიათ განაგრძონ მუშაობა ამავე დეკლარაციაში მითითებული პირობებით, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. 


პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის ბრძანება https://dziennikustaw.gov.pl/D2025000161701.pdf

 

Materials

ბრძანების ტექსტი ქართულად
Tłumaczenie​_Rozporządzenie​_dot​_oświadczeń.docx 0.02MB
{"register":{"columns":[]}}