საკონსულო მოსაკრებლები

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილი ძირითადი საკონსულო მოსაკრებლები არ ითვალისწინებს იმ ფასდაკლებებსა და შეღავათებს, რომლებიც ვიზის მთხოვნელს შეიძლება სხვა რეგულაციების საფუძველზე ეკუთვნოდეს. საკონსულოში ვიზიტამდე წაიკითხეთ კონკრეტულ მოქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ჩანართში: „საკონსულო ინფორმაცია", სადაც განთავსებულია დეტალური ინფორმაცია მოსაკრებლების შესახებ, ნებისმიერი ტიპის საკითხთან დაკავშირებით („რამდენი უნდა გადავიხადო?").

საკონსულო მოსაკრებლები

I.             საკონსულო მოქმედებები საპასპორტო საკითხებზე

1.01

პასპორტის გაცემა

140 ევრო

1.02

პასპორტის გაცემა არასრულწლოვან პირზე, რომელსაც პასპორტზე განაცხადის წარდგენის დღეს არ შესრულებია 12 წელი

45 ევრო

1.03

პასპორტის გაცემა პირებზე, რომლებიც მითითებულია 2022 წლის 27 იანვრის საპასპორტო დოკუმენტების შესახებ კანონის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 2-15 პუნქტებსა და მე-16 პუნქტის c ქვეპუნქტში (კანონთა კრებული 2024 წ. პოზ. 1063 და 2025 წ. პოზ. 1006 და 1216)

70 ევრო

1.04

პასპორტის გაცემა პირებზე, რომლებიც მითითებულია 2022 წლის 27 იანვრის საპასპორტო დოკუმენტების შესახებ კანონის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-16 პუნქტის a ქვეპუნქტში

25 ევრო

1.05

პასპორტის გაცემა პირებზე, რომლებიც მითითებულია 2022 წლის 27 იანვრის საპასპორტო დოკუმენტების შესახებ კანონის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-16 პუნქტის b ქვეპუნქტში

45 ევრო

1.06

დროებითი პასპორტის გაცემა

50 ევრო

1.07

დროებითი პასპორტის გაცემა არასამუშაო საათებში

100 ევრო

1.08

დროებითი პასპორტის გაცემა დასვენების ან უქმე დღეს

200 ევრო

1.09

დროებითი პასპორტის გაცემა პასპორტის მიღების მოლოდინში

20 ევრო

1.10

მეორე პასპორტის გაცემა

280 ევრო

 

 

II.            საკონსულო მოქმედებები პოლონეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე

2.01

პოლონეთის მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადის მიღება და დოკუმენტაციის დამუშავება, აგრეთვე პოლონეთის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი აქტის გადაცემა ან პოლონეთის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინება*)

450 ევრო

2.02

პოლონეთის მოქალაქეობის აღდგენაზე განაცხადის მიღება და დამუშავება, აგრეთვე პოლონეთის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების გადაცემა*)

50 ევრო

2.03

პოლონეთის მოქალაქეობის ფლობის დასადასტურებლად განაცხადის მიღება და დამუშავება, აგრეთვე აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების გადაცემა*)

100 ევრო

2.04

პოლონეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის თაობაზე (პოლონეთის მოქალაქეობიდან გასვლაზე) განაცხადის მიღება და დოკუმენტაციის დამუშავება, აგრეთვე პოლონეთის მოქალაქეობიდან გასვლის მოთხოვნაზე მიღებული თანხმობის შეტყობინება*

450 ევრო

2.05

განცხადებების მიღება 2009 წლის 2 აპრილის პოლონეთის მოქალაქეობის შესახებ კანონის (კანონთა კრებული 2023 წ. პოზ. 1989 ასევე 2025 წ. პოზ. 622 და 921) მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის b ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად

40 ევრო

* დოკუმენტაციის დამუშავების ფარგლებში შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის არ ხდება დამატებითი საკონსულო მოსაკრებლის გადახდევინება, გარდა იმ საფასურისა, რაც საჭიროა თარგმანის შესრულებისა და დამოწმებისთვის ან თარგმანის შემოწმებისა და დადასტურებისათვის (პოზ. 6.08, 6.09, 6.10 და 6.11 საკონსულო მოსაკრებელთა ტარიფები).

 

III.          საკონსულო მოქმედებები უცხოელებისათვის „ადგილობრივი სასაზღვრო მიმოსვლის“ ფარგლებში საზღვრის კვეთის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სავიზო პროცედურებისა და უცხოელებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე 

3.01

ეროვნულ ვიზაზე განაცხადის მიღება და განხილვა

200 ევრო

3.02

ეროვნული ვიზის გაცემაზე განაცხადის ხელმეორედ განხილვის შესახებ განცხადების მიღება და განხილვა

200 ევრო

3.03

 

„ადგილობრივი სასაზღვრო მიმოსვლის“ ფარგლებში საზღვრის კვეთის ნებართვის გაცემაზე განაცხადის მიღება და განხილვა

30 ევრო

3.04

„ადგილობრივი სასაზღვრო მიმოსვლის“ ფარგლებში საზღვრის კვეთის ნებართვის გაცემაზე განაცხადის ხელმეორედ განხილვის შესახებ განცხადების მიღება და განხილვა

30 ევრო

 

3.05

უცხოელისათვის პოლონური დროებითი სამგზავრო დოკუმენტის გაცემა

50 ევრო

3.06

ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის დროებითი სამგზავრო დოკუმენტის

50 ევრო

3.07

შენგენის ვიზის გაცემაზე განაცხადის ხელმეორედ განხილვის შესახებ განცხადების მიღება და განხილვა

90 ევრო

შენგენის ვიზაზე განაცხადის მიღებისა და განხილვისათვის სავიზო მოსაკრებლის ოდენობა რეგულირდება სავიზო კოდექსითა და სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ხელშეკრულებით

 

 IV.         ცნობებისა და ნებართვების გაცემა

4.01

ნებართვის გაცემა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იარაღისა და ამუნიციის შეტანაზე ან პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით მათ გადატანა-გადაზიდვაზე ან ცეცხლსასროლ იარაღზე ევროპულ მოწმობაში ჩანაწერის გაკეთება

70 ევრო

4.02

ნებართვის გაცემა ცხედრის ან მისი ნაწილების გადასვენებაზე პოლონეთში ან პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებაზე

60 ევრო

4.03

სხვა ცნობის გაცემა, რომელიც არაა განსაზღვრული  საკონსულო მოსაკრებელთა ცხრილის  4.01 და 4.02 პოზიციებში

40 ევრო

 

V.           დოკუმენტების გამოთხოვა და გადაცემა

5.01

პოლონური სახელმწიფო ორგანოს მიერ მოწოდებული დოკუმენტის ჩაბარება საზღვარგარეთ მყოფი პირისათვის, უშუალოდ ამ ორგანოში შეტანილი მისივე განცხადების საფუძველზე

40 ევრო

5.02

პოლონეთის მოქალაქის განცხადების საფუძველზე საზღვარგარეთ დოკუმენტის (გარდა ფასიანი ქაღალდებისა) გამოთხოვა და მისი გადაცემა (საჭიროებისამებრ მის ლეგალიზაციასთან ერთად)

40 ევრო

5.03

წერილის მიღება და პოლონეთში გადაგზავნა ოფიციალური არხით, თუ ამ წერილის კონსულისთვის წარდგენა, ცალკეული დებულებების შესაბამისად, განაპირობებს საქმის წარმოებაში პროცედურული ვადის დაცვას

30 ევრო

5.04

უცხოურ ჯარში ან უცხოურ სამხედრო ორგანიზაციაში მსახურზე ნებართვის გაცემის შესახებ განაცხადის მიღება და პოლონეთის კომპეტენტურ ორგანოში გადაგზავნა

60 ევრო

5.05

საქმის მასალებიდან დოკუმენტის დედანთან გათანაბრებული ძალის მქონე პირის ან დამოწმებული ასლის გაცემა და ჩაბარება

40 ევრო

 

 

VI.          საკონსულო მოქმედებები სალეგალიზაციო, სანოტარო და  მთარგმნელობით მომსახურებასთან დაკავშირებით

6.01

დოკუმენტის ლეგალიზაცია

40 ევრო

6.02

წარმოდგენილი დოკუმენტის დედანის (ან ამავე დოკუმენტის დამოწმებული ასლის) ამონაწერის ან ასლის მომზადება და შესაბამისობის დამოწმება, აგრეთვე კონსულის მიერ შესრულებული და საკონსულოში დაცული სანოტარო აქტის ასლის ან ამონაწერის მომზადება

70 ევრო

6.03

წარმოდგენილ დოკუმენტთან ასლის, ამონაწერის შესაბამისობის დამოწმება

40 ევრო

6.04

ხელმოწერის ან ხელმოწერის ნიშნის დამოწმება

40 ევრო

6.05

დოკუმენტის წარმოდგენის თარიღის დამოწმება

40 ევრო

6.06

სანოტარო აქტის შესრულება და სანოტარო აქტიდან ერთი ამონაწერის მომზადება

400 ევრო

6.07

სხვა სანოტარო მოქმედების შესრულება

40 ევრო

6.08

პოლონური ენიდან მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ან ფართოდ გამოყენებად ენაზე, ან მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ან ფართოდ გამოყენებადი ენიდან პოლონურ ენაზე თარგმანის შესრულება და დამოწმება - თითოეული გვერდი თარგმანისათვის**)

120 ევრო

6.09

პოლონური ენიდან მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ან ფართოდ გამოყენებად ენაზე, ან მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ან ფართოდ გამოყენებადი ენიდან პოლონურ ენაზე თარგმანის შემოწმება და დამოწმება - თითოეული გვერდი თარგმანისათვის**)

60 ევრო

6.10

განმეორებითი შინაარსის მქონე დოკუმენტების პოლონური ენიდან მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ან ფართოდ გამოყენებად ენაზე ან მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ან ფართოდ გამოყენებადი ენიდან პოლონურ ენაზე თარგმანის მომზადება და დამოწმება.

60 ევრო

6.11

განმეორებითი შინაარსის მქონე დოკუმენტების პოლონური ენიდან მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ან ფართოდ გამოყენებად ენაზე ან მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ან ფართოდ გამოყენებადი ენიდან პოლონურ ენაზე თარგმანის შემოწმება და დამოწმება.

30 ევრო

** გადასახდელი საკონსულო მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშებისას, დოკუმენტის მოცულობა განისაზღვრება სერთიფიცირებული თარჯიმნის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წესის მიხედვით

VII.         მოქმედებები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით

7.01

კონსულის წინაშე ქორწინების რეგისტრაციისათვის დოკუმენტაციის მომზადება, დასაქორწინებელ პირთა ერთობლივი წერილობითი განცხადებისა და აგრეთვე მეუღლეებისა და მათი მომავალი შვილების გვარების განსაზღვრის თაობაზე განცხადებების მიღება, ოქმის მომზადება აღნიშნული განცხადებების მიღების თაობაზე და მისი პოლონეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის გადაგზავნა, აგრეთვე ქორწინების მოწმობის გაცემა *)***)

600 ევრო

7.02

დასაქორწინებელი პირისაგან წერილობითი დეკლარაციის მიღება მისი ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ და პოლონეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში გადაგზავნა

60 ევრო

7.03

პოლონური კანონმდებლობის თანახმად, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის დამადასტურებელი ცნობის მომზადება და გაცემა

60 ევრო

7.04

პოლონური კანონმდებლობის თანახმად, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის გამოთხოვა პოლონეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან და გაცემა***)

60 ევრო

7.05

მამობის აღიარებასთან დაკავშირებული აუცილებელი განცხადების ან განცხადებების მიღება, საჭიროებისამებრ აღიარების შესახებ ცნობის გაცემა და დოკუმენტაციის შესაბამისი სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის გადაგზავნა

60 ევრო

7.06

სამოქალაქო მდგომარეობის უცხოური აქტის სამოქალაქო აქტების ჩანაწერების პოლონურ რეესტრში ტრანსკრიფციასა და აღდგენასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, აგრეთვე ამ დოკუმენტის საფუძველზე მომზადებული სამოქალაქო მდგომარეობის პოლონური აქტის გაცემა *)***)

60 ევრო

7.07

დაბადების ან გარდაცვალების ფაქტის შესახებ ოქმის შედგენა და განცხადების გადაგზავნა პოლონეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაციის მოთხოვნით, ასევე დაბადების ან გარდაცვალების მოწმობის გაცემა ***)

60 ევრო

7.08

სახელის ან გვარის შეცვლის შესახებ ოქმის შედგენა და მისი გადაგზავნა პოლონეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში

60 ევრო

7.09

სახელის ან გვარის შეცვლის შესახებ განცხადების მიღება, მისი პოლონეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში გადაგზავნა და აგრეთვე გადაწყვეტილების ჩაბარება

60 ევრო

7.10

სხვა მოქმედების შესრულება სამოქალაქო მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე

40 ევრო

*დოკუმენტაციის დამუშავების ფარგლებში შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის არ ხდება დამატებითი საკონსულო მოსაკრებლის გადახდევინება, გარდა იმ საფასურისა, რაც საჭიროა თარგმანის შესრულებისა და დამოწმებისათვის ან თარგმანის შემოწმებისა და დადასტურებისათვის (პოზ.: 6.08, 6.09, 6.10 და 6.11  საკონსულო მოსაკრებელთა ტარიფები)

*** საჭიროებისამებრ ლეგალიზაციის მოპოვებასთან ერთად

VIII.        საკონსულო მოქმედებები საზღვაო და შიდა წყლებით ნავიგაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე

8.01

გემის პოლონური დროშის ქვეშ ცურვის დამადასტურებელი დროებითი მოწმობის გაცემა (გემის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა)

300 ევრო

8.02

გემის კაპიტნისაგან საზღვაო პროტესტის მიღება ან შიდა წყლებში მომხდარი ინციდენტის შესახებ ოქმის შედგენა

360 ევრო

8.03

გემის მოწმობის/სერტიფიკატის ან უსაფრთხოების ბარათის გაცემა ან მისი ვალიდურობის დამოწმება ან გემების მიერ ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის მოწმობის გაგრძელება

250 ევრო

8.04

სხვა მოქმედების შესრულება საზღვაო და შიდა წყლებით ნავიგაციის საკითხებში

50 ევრო

IX. საკონსულო მოსაკრებლები მომსახურების განსაკუთრებული წესით შესრულების შემთხვევაში

9.01

მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მომსახურების შესრულება საკონსულო ოფისის გარეთ, ყოველი 8 საათიანი პერიოდისათვის, რაშიც შედის ადგილზე მისვლისა და ოფისში დაბრუნების დრო.

110 ევრო

9.02

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკონსულო მოქმედებების შესრულება დაჩქარებული წესით

40 ევრო

**** საკონსულო მოქმედების განსაკუთრებული წესით შესრულების შემთხვევაში მოსაკრებლის გადახდევინება, გარდა გაწეული საკონსულო მომსახურების საფასურისა, ხდება აგრეთვე გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად.

 

 

{"register":{"columns":[]}}